ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი მმართველი კონსერვატიული პარტიის, „სამშობლოს კავშირი – ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარეობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც მისი პარტია სეიმის არჩევნებში დამარცხდა.
ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის „სამშობლოს კავშირის“ - ლიეუტვის ქრისტიან-დემოკრატების“ წარუმატებელი შედეგის შემდეგ, საჭიროდ მიიჩნევს დატოვოს ლიდერის თანამდებობა, რომელიც მას თითქმის 10 წლის განმავლობაში ეკავა - 2015 წლიდან.
ლანსდბერგისმა ასევე აღნიშნა, რომ ის არ შევა სეიმში, რაც ნიშნავს, რომ მისი მანდატი გადაეცემა პარტიულ სიაში მყოფ შემდეგ პოლიტიკოსს.
ლანდსბერგისის თქმით, მან გადადგომა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებისგან გზავნილი მიიღო.
„ამომრჩეველთა გზავნილი საკმაოდ მკაფიოა როგორც პარტიისთვის, ისე პირადად ჩემთვის და შეცდომა იქნებოდა ამის არგაგება. ამ სიგნალს მე ძალიან სერიოზულად ვიღებ. ამიტომ გადავწყვიტე, დღეს გადავდგე „სამშობლოს კავშირი – ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის თანამდებობიდან“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
შეგახსენებთ, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს.
ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ ცენტრისტული მემარცხენეები 141-წევრიან ასამბლეაში 52 მანდატით ლიდერობენ. მმართველი „სამშობლოს კავშირის“ პარტია კი მეორე ადგილზეა 28 მანდატით.