"ბრძოლა არ დასრულებულა, გრძელდება ქართული სახელმწიფოს გამარჯვებამდე! ჩვენ მხარეს არის სიმართლე", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ საუბრობს.
"ის გზა, რომელიც იყო არჩეული. უკომპრომისო, მართალი და ღირსებით სავსე. თუ არსებობს ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც სჯერა, რომ ასობით ათასი ამომრჩეველით გამდიდრდა ივანიშვილის მხარდაჭერა, 2024 წელს. თუ ვინმეს სჯერა, რომ 90%-იანი მხარდაჭერა აქვს რეგიონებში, რაიონებში, და ასეთი ოლქებიც არსებობს თურმე დღეს, დღის ბოლოს რაც ვიხილეთ, ხო. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანთან კამათში მე, არცერთი ჩვენი კოლეგა, მეგობარი, გუნდის წევრი და კოალიცია ცვლილებისთვის არცერთი ლიდერი არ შევა. ფაქტია, რომ ივანიშვილმა არჩევნები არ ჩაატარა. ამ არჩევნების ცნობა, ამ არჩევნების აღიარება ეს იგივეა რომქედი მოუხარო რუსეთის ფედერაციას ეს არ იყო ქართველი ხალხის ნების გამოხატულების შესაძლებლობა და ასპარეზი. არაფერი მსგავსი არ ყოფილა... ძალიან ბევრი ვიმუშავე მეგობრებთან ერთად, ეს მუშაობა, პირველ რიგში, გულისხმობდა ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობას, 65% "ქართული ოცნების" ამომრჩეველი და მხარდამჭერი ამ ქვეყანაში თუ ცხოვრობდა სად იყო ჩემი სივრცე ამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ხო?
[მუხტი] იქნება კიდევ უფრო მეტი. ახლა ამ წუთის მდგომარეობით მეუბნებიან, რომ ზუგდიდის ოფისს თავს დაესხნენ. ახლა მითხრა მეგობარმა. ეს არ არის არჩევნები. საკადრისი პასუხი გაეცემა. ზუგდიდიში საერთო ოპოზიციურმა ჯამურმა მაჩვენებელმა გადააჭარბა ქართულ ოცნებად მაგრამ ვიხილეთ ის სტილი რა სტილითაც რუსი ატარებს... არ გამოვა ამ არჩევნების აღაირება. ამ არჩევნების ცნობა მარტივად არ შეიძლება. ჩვენ აზრები გავცვალეთ, - ამბობს ნიკა მელია.