უცხოელ პედაგოგთა მორიგი ნაკადი იანვრის ბოლოს ესტუმრება საქართველოს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ეს პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
"ზოგადად, ინგლისური ენის პედაგოგები თვეში ორჯერ ჩამოვლენ. პედაგოგების უმრავლესობა ამერიკიდანაა. თითქმის აღარ დარჩა საქართველოს რომელიმე ტერიტორია, სადაც უცხოელი პედაგოგი არ იმყოფებოდეს. ისინი კვლავაც ოჯახებში იცხოვრებენ", _ აღნიშნეს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, 16 იანვარს უცხოელ პედაგოგთა მორიგი, 65-კაციანი ნაკადი ჩამოვიდა.