საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი:
„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - N3;
„კოალიცია ცვლილებისთვის“– N4;
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – N5;
„ევროპელი დემოკრატები“ – N6;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“- N8;
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – N9;
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“– N10;
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“– N12;
„შეცვალე საქართველო“ – N16;
„საქართველო“– N17;
„თავისუფალი საქართველო“– N20;
„ტრიბუნა“– N21;
„ჩვენ“ – N23;
„გახარია საქართველოსთვის“– N25;
„მემარცხენე ალიანსი“ - N26;
„ქართველ ერთობა“ – N27;
„გირჩი“ – N36;
„ქართული ოცნება“,– N41;
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად გაიმართა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ წესით ამომრჩევლები ხმას მისცემენ 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანში. ტრადიციული წესით არჩევნები გაიმართება ქვეყნის მასშტაბით გახსნილი საარჩევნო უბნების დაახლოებით 10%-ზე, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 300-ზე ნაკლებია.
პროპორციული წესით არჩეულ 150-ადგილიან პარლამენტს ის პარტიები დააკომპლექტებენ, რომლებიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.