უკრაინის უმაღლესმა რადამ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, სვეტლანა გრინჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი პარლამენტის 315-მა წევრმა დაუჭირა. იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს გათავისუფლებას კი ხმა პარლამენტის 323-მა წევრმა მისცა.
, პარლამენტის დაბარების მიუხედავად, სხდომაზე არ იმყოფებოდნენ გალუშჩენკო და გრინჩუკი. სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ცნობისათვის, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული საქმის გახსნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საქმე ეხება უკრაინის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ თანხების გაფლანგვას. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის სახლში, მათ შორის გერმან გალუშენკოს სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. თანამდებობა დატოვეს იუსტიციის მინისტრმა გერმან გალუშენკომ და ენერგეტიკის მინისტრმა სვეტლანა გრინჩუკმა. კორუფციული სქემის ფიგურანტია ზელენსკის ახლო მეგობარი თემურ მინდიჩი, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა.