ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ცნობილია, რომ მუხლს ამნისტია შეეხო, საბოლოოდ კი შს ყოფილ მინისტრს, სასჯელის ზომად 4 წელი და 5 თვე განესაზღვრა.
საქმეზე გამართლდა ზურაბ ადეიშვილი.
ინფორმაცია მედიას ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ დაუდასტურა.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ადეიშვილს და ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.