სომალელი მეკობრეებისგან გატაცებული 15 ქართველი მეზღვაურის გადასარჩენად ორი მობილური კომპანიის _ "მაგთისა" და "ბილაინის" მიერ შეგროვებული თანხა უკვე დათვლილია. ამჟამად ელოდებიან ჯეოსელის პასუხს, რაც ოფიციალურად ორ დღეში გახდება ცნობილი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.
პეტრიაშვილის ინფორმაციით, ამ საქმეში უბრალო მოქალაქეები, ინდმეწარმეებიც ჩაერთვნენ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა (სავარაუდოდ, ტელეკომპანია "კავკასიის") 300 ლარი გადარიცხა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვეა, სომალელი მეკობრებისგან გატაცებული ქართველი მეზღვაურები ტყვეობაში იმყოფებიან. მეკობრეები მათგან გამოსასყიდს მოითხოვენ.