ხვალ, 18 იანვარს, ნათლისღების დღესასაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ჯგუფი "მგზავრები" რესტორან "ნაცნობში" იმღერებს და მსმენელს რელიგიურ დღესასწაულს მიულოცავს. ბილეთის ფასი 50 ლარია.
ჯგუფი "მგზავრები" 2006 წელს ჩამოყალიბდა და მის შემადგენლობაში 3 წევრი შედიოდა, თუმცა დღესდღეობით მათი რიცხვი 15-მდე გაიზარდა.