ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის აგენტებმა მისი და მისი მეუღლის მოკვლა.
თუმცა, ნეთანიაჰუს თქმით, ეს არ შეაჩერებს ისრაელს, გააგრძელოს ბრძოლა ჰამასისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ.
"ირანის აგენტებმა, რომლებმაც დღეს ჩემი და ჩემი ცოლის მოკვლა სცადეს, მძიმე შეცდომა დაუშვეს...“ - წერს ნეთანიაჰუ X-ში.
ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ვინც ზიანს აყენებს ისრაელის მოქალაქეებს, მკაცრად დაისჯება.
„მე ვეუბნები ირანელებს და მათი ბოროტების ღერძის პარტნიორებს, ვინც ზიანს აყენებს ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს, გადაიხდის ამისთვის მძიმე საფასურს... ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ტერორისტების განადგურებას, ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს მძევლებს ღაზიდან, ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს ხალხს ჩრდილოეთში“., “, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ყველა სამხედრო მიზანი მიღწეული იქნება და ვითარება უსაფრთხოების სფეროში შეიცვლება.
მისი თქმით, ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას და აუცილებლად გაიმარჯვებს.
„ჩვენ მივაღწევთ ყველა ჩვენს სამხედრო მიზანს და შევცვლით უსაფრთხოების რეალობას ჩვენს რეგიონში თაობების განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ღვთის დახმარებით ერთად გავიმარჯვებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, დღეს, ლიბანიდან გაშვებული დრონი ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ კესარიაში მდებარე ბენიამინ ნეთანიაჰის სახლს დაეჯახა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.