ლიბანიდან გაშვებული დრონი ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ კესარიაში, შენობას დაეჯახა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩაჭრეს.
ისრაელელი სამხედროების ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ თავს დაესხნენ მთავრობის მეთაურის კერძო რეზიდენციას, თუმცა თავდასხმის დროს შენობაში არც თავად ნეთანიაჰუ და არც მისი მეუღლე არ იმყოფებოდნენ.
საჰაერო განგაშის გამოცხადდა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე თელ-ავივში.
ისრაელის თვდაცვის ძალების ცნობით, დრონი თელ-ავივის მახლობლად მდებარე გლილოტის სამხედრო ბაზისკენ მიემართებოდა.
ამავდროულად, ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბეირუთის ჩრდილოეთით, ქალაქ ჯუნიეს მახლობლად, ავტომაგისტრალზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ.
მას შემდეგ, რაც 17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა რადიკალმა შიიტურმა მოძრაობა „ჰეზბოლამ“ისრაელთან სამხედრო კონფლიქტის "ესკალაციის ახალი ეტაპის" შესახებ განაცხადა.