"ბევერლი ჰილსლზე" 2011 წლის "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე ნომინაციაში საუკეთესო ფილმი-დრამა გამარჯვებული "სოციალური ქსელი" გახდა. ამ ფილმმა მთლიანობაში ყველაზე მეტ, 4 ნომინაციაში გაიმარჯვა.
საუკეთესო რეჟისორად "სოციალური ქსელის" რეჟისორი დევიდ ფინჩერი დასახელდა. ოქროს გლობუსი საუკეთესო სცენარისთვის ამავე ფილმის სცენარისტმა აარონ სორკინმა მიიღო. საუკეთესო მუსიკად ფილმ "სოციალური ქსელის" მუსიკა დასახელდა, რომლის ავტორები ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი არიან.
"სოციალური ქსელის" შემდეგ ყველაზე მეტი - სამი ჯილდო სატელევიზიო მუსიკალურმა სერიალმა " Glee" (ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია როგორც "კლუბი") მოიპოვა.
სერიალმა "ოქროს გლობუსი" მოიპოვა ნომინაციაში კომედია/მიუზიკლი. ნომინაცია მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი, მინი სერიალში ან სატელევიზიო ფილმში საუკეთესოდ "კლუბის" მსახიობი ჯეინ ლინჩი დასახელდა. იგივე ნომინაციაში, ოღონდ კაცებში, გამარჯვებული სერიალ "კლუბში" მოთამაშე კრის კოლფერი გახდა.
დრამის საუკეთესო მსახიობ ქალად ნატალი პორტმანი სცნეს. "ოქროს გლობუსი" მან ფილმისთვის "შავი გედი" მიიღო. 2011 წლის დრამის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად კი ფილმ "მეფის სიტყვის" მთავარი როლის შემსრულებელი კოლინ ფერტი დასახელდა.
დრამა "მებრძოლის" მსახიობებმა კრისტიან ბეილმა და მელისა ლეომ "ოქროს გლობუსი" მიიღეს მამაკაცის და ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.
The Holliwood Foreign Press Association - "ოქროს გლობუსის" ორგანიზატორებმა ნომინაცია საუკეთესო მსახიობი მამაკაცი სერიალისთვის-დრამა გამარჯვებულად სერიალ Boardwalk Empire-ს მთავარი როლის შემსრულებელი სტივ ბუსკემი დაასახელა. აღნიშნულმა სერიალმა ჯილდო საუკეთესო სერიალისთვისაც(დრამა) მიიღო.
ჯიმ პერსონსი კომედიური სერიალების საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დასახელდა. პერსონსი მთავარ როლს ასრულებს სერიალ "დიდი დარტყმის თეორიაში". ხოლო ქალებში ლაურა ლინმა მიიღო "გლობუსი" კომედიურ სერიალში "დიდი C" მთავარი როლის შესრულებისთვის.
ლეგენდარული მსახიობი ალ პაჩინო მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ფილმისთვის "შენ არ იცნობ ჯეკს". ქალებში კი აღნიშნული ჯილდო კლაირ დანესმა მოიგო.
ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალი-კომედია/მიუზიკლი გაიმარჯვა ანეტ ბენინგმა. მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში "ბავშვები კარგად არიან".
"ოქროს გლობუსით" დაჯილდოვდნენ ასევე კეიტი საგალი, კომიკოსი რიკი ჟერვაისი და სხვები.