საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ზოგჯერ, მარცხის შემდეგ, ყველაფრის უარყოფითად დანახვა და ნეგატიურად გაანალიზება გვჩვევია. ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენ ბურთს ვაკონტროლებდით და მეტოქეზე მეტი შანსიც გვქონდა. მათ 2 მომენტი ჰქონდათ და გოლი გაიტანეს კიდეც. სავარაუდოდ, მარცხის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეტი სწორი გადაწყვეტილება არ მივიღეთ საჯარიმოსთან ახლოს. უნდა გავაანალიზოთ ეს ყველაფერი...
ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენე, რადგან ვიცოდი, რომ ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ვფიქრობ, რომ ჩვენს მოთამაშეებს არ გასჭირვებიათ ტაქტიკასთან შეგუება, თუმცა ბოლო პასი, ბოლო დარტმა ხშირად არ გამოგვდიოდა და შანსებიც ვერ გამოვიყენეთ. ამის გარეშე კი, სასურველი შედეგის მიღება, შუძლებელია. ზოგჯერ მქონდა შეგრძნება, რომ ვჩქარობდით, როცა მეტი სიწყნარე გვმართებდა. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ამას გამოვასწორებთ. დღევანდელი შედეგით, რა თქმა უნდა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.”- თქვა სანიოლმა.