აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპის უარს განმეორებით დებატებაზე "სუსტი ნაბიჯი"უწოდა.
ჰარისმა თქვა, რომ ტრამპის უარი დებატებზე, სავარაუდოდ, მის სასარგებლოდ არ იმოქმედებს და ისედაც ძირეულად არაფერს ცვლის.
"ვფიქრობ, ეს არ არის კარგი ამომრჩევლებისთვის და ასევე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სუსტი ნაბიჯია... მაგრამ თუნდაც ის არ დათანხმდეს დებატებს, კონტრასტი ამ არჩევნებში უკვე აშკარაა.
ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნის ორ სრულიად განსხვავებულ ხედვას ეხება. ერთი - მისი ხედვა - ორიენტირებულია წარსულზე. მეორე, ჩვენს მომავლზე“, - თქვა კამალა ჰარისმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კონკურენტ კამალა ჰარისთან ოქტომბრის ბოლოსთვის დებატების ახალ რაუნდზე უარი თქვა.
ტრამპმა თავისი უარის არგუმენტად თქვა, რომ მან მოიგო დებატების წინა ორი რაუნდი - ჯო ბაიდენისა და ჰარისის წინააღმდეგ, ხოლო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯეი დი ვენსმა ადვილად გაიმარჯვა დემოკრატების ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატ უოლცთან დებატებში.