აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კონკურენტ კამალა ჰარისთან ოქტომბრის ბოლოსთვის დებატების ახალ რაუნდზე უარი თქვა.ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth-ში წერს.
ტრამპმა თავისი უარის არგუმენტად თქვა, რომ მან მოიგო დებატების წინა ორი რაუნდი - ჯო ბაიდენისა და ჰარისის წინააღმდეგ, ხოლო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯეი დი ვენსმა"ადვილად გაიმარჯვა დემოკრატების ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატ უოლცთან დებატებში.
ტრამპი ასევე აცხადებს, რომ ლიდერობს გამოკითხვებში და რომ "სხვაობა დღითიდღე უფრო ფართოვდება" და განაცხადა, რომ ლიდერობს ყველა საკვანძო შტატში.
„პირველი, რასაც მოკრივე აკეთებს, როცა ბრძოლაში ითხოვს რევანშს, უკვე გვიანია, ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია - რევანში არ იქნება! ასევე, გუშინ კამალამ {ჰარისმა} მკაფიოდ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისგან განსხვავებულს არაფერს გააკეთებს, ამიტომ საკამათო არაფერია“, - წერს ტრამპი.
Reuters-ის ცნობით, ტრამპმა პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც Fox News-მა შესთავაზა დებატების ახალი რაუნდის ჩატარება აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატებს.
Fox News-ის განცხადებით, მეორე დებატები „თითოეულ კანდიდატს მისცემს შესაძლებლობას, წარმოადგინოს თავისი დასკვნითი არგუმენტები“.
მანამდე CNN-მა კანდიდატებს შესთავაზა დებატების გამართვა ატლანტაში 23 ოქტომბერს და ჰარისი დათანხმდა.
ტრამპმა მანამდეც უარყო მორიგი საპრეზიდენტო დებატების პერსპექტივა და განაცხადა, რომ "ძალიან გვიანია" ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან რევანშისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ 10 სექტემბერს პირველი დებატების ყველა ძირითადმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კამალა ჰარისმა გაიმარჯვა.