აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ფლორიდაში მოსალოდნელი ქარიშხლ „მილტონის“ გამო გადადო გერმანიაში ვიზიტი, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის“ ფორმატის) შეხვედრა უნდა გამართულიყო.
ბლინკენი ამჟამად ლაოსში იმყოფება, საიდანაც გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ახლა ვაშინგტონში ბრუნდება.
გერმანიაში ვიზიტისას ბლინკენი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბაიდენმაც გააუქმა ვიზიტი მოსალოდნელი ძლიერი ქარიშხლის გამო.
"ეს იყო პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ვიზიტი. სახელმწიფო მდივანი აპირებდა პრეზიდენტთან ერთად ყოფილიყო და ახლა სახლში ბრუნდება", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა შეერთებული შტატები საერთოდ წარმოდგენილი „რამშტიანზე, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უპასუხა, რომ ამის შესახებ შეკითხვა თეთრი სახლის წარმომაგენლებს უნდა დაუსვან.
გერმანიაში ბაიდენი 12 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტეინის“ ფორმატის) შეხვედრისთვის უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც პირველად შეიკრიბება ლიდერთა დონეზე.
შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირე ქვეყნებისთვის "გამარჯვების გეგმის" წარდგენას გეგმავს.