როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს აქვს გაცემული პირობა, რომ თუ რუსეთი მას ხელისუფლებაში დატოვებს, ის ხელს მოაწერს უკვე აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას.
:ივანიშვილის განცხადებამ და კობახიძის განცხადებამ, რომ 2008 წელს ომი დაიწყო საქართველომ, გახსნა პირდაპირ გზა სწორედ იმისთვის, რომ რუსეთმა დაიწყოს უკვე აქტიური ლობირება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის სტატუსის აღიარების თაობაზე და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს აქვს გაცემული პირობა, რომ თუ რუსეთი მას ხელისუფლებაში დატოვებს, ის ხელს მოაწერს უკვე აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას. შესაძლოა, შემდგომი გეგმა უკვე იყოს, რომ უკვე კონფედერაციის სახით ევრაზიულ კავშირში ან პუტინისტურ სხვა კონგლომერატში შევიდეს უკვე სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონფედერაცია. როგორც ჩანს, ეს არის მოთხოვნა და დაკვეთა ივანიშვილისთვის“, - ტვ პირველის ცნობით, განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.