დამირეკეს კორუფციული ბიუროდან, გზავნილია თქვენზეო, - ამის შესახებ სამოქალაქო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს.
„კორუფციული ბიუროდან დამირეკეს, თქვენზე გზავნილიაო. მეთქი, წერილია თუ სიხარული რაჟდენისგან. ბრინჯივით დაიბნა ბაღანა. ხვალ გამომიარეთ-თქო, დავუბარე“, - წერს ლაგაზიძე.
როგორც ცნობილია, ანტიკორუფციულმა ბიურომ ლაგაზიძე და მისი ორგანიზაცია გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაავალა.