საქართველოში შობადობის მაჩვენებელის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. 2010 წელს 62 726 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა. ახალშობილთა შორის ვაჟები სჭარბობენ.
დაბადების რეგისტრაციის სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.
მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო რეესტრის მიერ 2006-2010 წლებში გაწეული მუშაობის სტატისტიკური ანალიზი წარმოადგინა.
ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იმატებს დაბადების რეგისტრაციის რიცხვი: 2006 წელს საქართველოში 46 060 დაბადების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა, 2007 წელს - 48 027, 2008 წელს - 57 263, 2009 წელს 61 839, ხოლო 2010 წელს 62 726 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა.
ცნობისთვის, გასულ წელს დაბადებულთა შორის 52% ვაჟია, ხოლო 48 % - გოგონა. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ახალშობილის დაბადება ოქტომბრის (5728) თვეში დარეგისტრირდა. საქართველოში ბუნებრივი მატება _ სხვაობა შობადობისა და გარდაცვალების რეგისტრაციას შორის არის 12 132, ანუ 12-ით მეტი ადამიანი დაიბადა ქვეყანაში, ვიდრე გარდაიცვალა.