დიღმის ბავშვთა სახლში დღეს ჩრდილების სახელმწიფო თეატრი "ბუდრუგანა-გაგრა" წარმოდგენას გამართავს.
ბავშვებს საშუალება ექნებათ სპექტაკლი "წელიწადის ოთხი დრო იხილონ".
აღნიშნულ წარმოდგენას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, ახორციელებს.
სპექტაკლში "წელიწადის ოთხი დრო" დათვის ბელის ამბავია მოთხრობილი, რომელიც გაზაფხულიდან ზამთრამდე სხვადასხვა თავგადასავლებში ებმება.
დიღმის ბავშვთა სახლში ამჟამად 6-და 16 წლამდე 53 მოზარდი ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები