ყველა ექიმს, რომელიც სამოქალაქო რეესტრს პაციენტის გარდაცვალების შესახებ არ შეატყობინებს, ამიერიდან 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.
"სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" კანონში შეტანილი ცვილილების თანახმად, სხვადასხვა დაწესებულებებსა და პასუხისმგებელი თანამდებობის პირებს სამოქალაქო რეესტრში დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ შეტყობის გაგზავნა ევალებათ.
შეტყობინების არგაგზავნის შემთხვევაში, ექმებთან ერთად, ჯარიმები დაეკისრებათ სოფლებისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულებს, ასევე თვითმმართველობის, კერძო სამედიცინო დაწესებულებისა და თავშესაფრების ხელმძღვანელებსაც.
სამოქალაქო რეესტრში ამბობენ, რომ ახალი წესების შემოღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მონაცემთა ბაზის ფორმირებას და მაქსიმალურად მოაგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორიც საარჩევნო სიებში მკვრადი სულების არსებობაა.