კინოთეატრ რუსთაველში დღეს ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის "კავკასიის შორეული ხეობები" დახურული საპრემიერო ჩვენება გაიმართება.
დოკუმენტური ფილმი ამერიკელი ფოტოგრაფის, უილიამ ოზგუდ ფილდის საქართველოში მოგზაურობას ასახავს.
საქართველოზე შეყვარებულმა ფილდმა ამ ყვეყანაზე მრავალი მასალა გამოსცა. ასევე გადაიღო ფოტოსურათები, რომელიც 1929-1933 წლების საქართველოს ეპოქას ასახვას. ფილდმა ქართლში, ხევსურეთსა და სვანეღში სამი ეთნოგრაფიული ფილმი გადაიღო.
ფილმის "კავკასიის შორეული ხეობების" რეჟისორი გიორგი მრევლიშვილია. იგი 35 წუთი გრძელდება და მისი მწარმოებელი კომპანია "სტუდია X-Fრომ"-ია.