დღეს, 14 იანვარს, 18 საათზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ქართული თეატრის დღე აღნიშნება. წარმოადგენენ რეჟისორ გელა გელაძის სპექტაკლს "ბურატინოს თავგადასავალი", რის შემდეგაც პატარა მაყურებელს საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ.
საღამოს ბათუმის დრამატულ თეატრში წარმოადგენენ გიორგი თავაძის სპექტაკლს "ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით". წარმოდგენის შემდეგ აჭარის კულტურის მინისტრი გია აბულაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ბათუმის თეატრის ფოიეში საზეიმო მიღებასა და შეხვედრას აჭარის თეატრის მოღვაწეებთან გამართავენ.
დღესვე ქუთაისში დაჯილდოვდებიან ამ სპექტაკლის მთავარი როლის შემსრულებელი თათია თათარაშვილი (წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი), სპექტაკლის მხატვარი თემურ ნინუა (საუკეთესო მხატვრობისთვის). ამასთან, დაჯილდოვდება კრიტიკოსი ლელა ოჩიაური საუკეთესო თეატრალური რეცენზიისთვის "რას გვახსენებს რომიან-კონიაკიანი ბანანისა და კომშის პუდინგის სურნელი" (ბათუმის თეატრის სპექტაკლი).
ამასთან, ქუთაისშივე დაჯილდოვდება ბათუმის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ცირა აბზიანიძე ქალის საუკეთესო როლების შესრულებისთვის ბათუმის თეატრში.
შეგახსენებთ, 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება.