გამოცემა goal.com-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი Yashin Trophy 2024-ის, ანუ საუკეთესო მეკარისთვის დაწესებული „ოქროს ბურთის“ ნომინანტია.
„ოქროს ბურთი“ მხოლოდ ერთ მეკარეს აქვს მოპოვებული – 1963 წელს ლევ იაშინს. იმის უზრუნველსაყოფად, რომ პარიზში ყოველწლიურ ცერემონიებზე მეტი მეკარე იყოს აღიარებული, France Football-მა გამოცემამ 2019 წელს წარადგინა Yashin Trophy, რათა სეზონის საუკეთესო მეკარე გამოევლინათ.
წლევანდელი დაჯილდოება 28 ოქტომბერს გაიმართება. 2024 წელს მეკარეების „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:
დიოგო კოსტა (პორტო)
ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი)
გრეგორ კობელი (ბორუსია დორტმუნდი)
ანდრეი ლუნინი (მადრიდის რეალი)
მაიკ მენიო (მილანი)
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)
უნაი სიმონი (ატლეტიკი)
იან სომერი (მილანის ინტერი)
რონვენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი)