ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ გამოსცემს განკარგულებას შობის დღესასწაულის პირველ ოქტომბერს გადმოტანის შესახებ.
ორშაბათს, თავის ყოველკვირეულ მიმართვაში მადურომ განაცხადა: "სექტემბერია და ირგვლივ უკვე შობის სურნელი ტრიალებს".
"ამიტომ წელს, როგორც ყველა თქვენგანისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, ვაპირებ შობის ადრეულ აღნიშვნას პირველი ოქტომბრისთვის".
61 წლის მადუროს ეს გადაწყვეტილება ფართოდ განიხილება, როგორც მოსახლეობის ყურადღების გადატანის მცდელობა იმ არეულობისგან, რომელმაც ქვეყანა მოიცვა ივლისში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
ვენესუელაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა, შობის დღესასწაული განსაკუთრებით უყვართ, ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან შობის აღნიშვნას ქვეყანაში არსებული არეულობის ფონზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მადურომ შობის ადრიანად აღნიშვნის განკარგულება გამოსცა. იგი კოვიდპანდემიის დროსაც ასე მოიქცა.