პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ქართველი პარასპორტსმენი ხმლით ფარიკაობის ნახევარფინალში ჩინელ მოწინააღმდეგესთან 6:15 დამარცხდა.
რეპეშაჟში ნინა თიბილიაშვილი უკრაინელ ნატალია მორკვიჩს შეხვდება.
პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.