პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ქართველი პარასპორტსმენი ტურნირის ნახევარფინალში ხმლით ფარიკაობაში ჩინელ რონგ ქსიაოსთა 5:15 დამარცხდა. ხეცურიანი ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში ჩინელ ლან ჟუ აოს შეხვდება.