პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშების ნახევარფინალში მეორე ქართველი, პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილიც იასპარეზებს.
ქართველმა ხმლით ფარიკაობის მეოთხედფინალში ჰონგ-კონგის წარმომადგენელ იუ ჩუის 15:4 მოუგო და პარალიმპიადის ფინალში მოსახვედრად იბრძოლებს.
ნახევარფინალში გავიდა მეორე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანიც. ქართველი ნახევარფინალში ჩინელ რონგ ქსიაოს დაუპირისპირდება.