ერთ კვირაში კინო "რუსთაველში" მხატვარ ზაალ სულაკაურის ახალი ანიმაციური ფილმის პრემიერა შედგება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ზაალ სულაკაურმა განაცხადა, ანიმაციური ფილმი ორ ნაწილს შეიცავს: პირველის სახელწოდებაა "ეჭვიანი ქმარი", ხოლო მეორის_"გრძნობათა ტყვეობაში."
ანიმაციური ფილმის დამდგმელი მხატვარი და იმავდროულად "ეჭვიანი ქმრის" რეჟისორი და სცენარისტი თავად ზალ სულაკაურია. პროდიუსერია "ინფო თბილისი." ზაალ სულაკაურის გარდა ანიმაციაზე მუშაობდნენ გელა ბერიანიძე და ვიქტორ წიკლაური.
შეგახსენებთ, მხატვარმა ზაალ სულაკაურმა შარშან კინოცენტრში ანიმაციური ფილმის დაფინანსების მიზნით განაცხადი შეიტანა, რის შემდეგაც კინოცენტრმა მისი ფილმი დააფინანსა. ამავდროულად, კინოცენტრში შესულია ზაალ სულაკაურის მორიგი განაცხადი ახალი პროექტის "ქართული ზღაპრის" დაფინანსების მიზნით. მხატვარი აცხადებს, რომ მისი სურვილი ქართული მულტიპლიკაციის აყვავებაა.