საქართველომ პარალიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა
ქართველი პარასპორტსმენები ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში კვლავ ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოუტანა.
მან ბირთვის 9.66 მეტრზე კვრა შეძლო, სადებიუტო პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედალი მოიპოვა.
გიგა ოჩხიკიძე მეორე ქართველი პარასპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2016 წელს ჩემპიონობა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა იზეიმა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს სადებიუტო პარალიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე.