ქართველმა პარატაეკვონდოისტმა გიორგი ნიკოლაძემ პარალიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პირველი შეხვედრა გამართა ქართველმა პარატაეკვონდოისტმა გიორგი ნიკოლაძემ (70 კგ). ის ეგვიპტელ აბდელ რაჰმედ მაჰმუდ აბდელ რაზეკს დაუპირისპირდა, მეტოქეს ანგარიშით 18:16 სძლია და მეოთხედფინალში თურქ სპორტსმენს შეხვდება.
გიორგი ნიკოლაძე ევროპის საკონტინენტო ტურნირის გამარჯვებულია.
ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაში პირველად მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ პარალიმპიადის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოუტანა.