"ვლადიმერ პუტინის დიდი გამოღვიძება. როგორ ემზადება პუტინი აშშ-სთან კონფლიქტისათვის" ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული "CounterPunch", სადაც პუტინის ნამდვილ "გამოღვიძებას" და ამჟამად მიმდინარე სამზადისს აშშ-ს წინააღმდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 8 აგვისტოს მომხდარ ომს უკავშირებს.
ვლადიმერ პუტინი ახლა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლიდერია. მისი რეიტინგები ძალიან მაღალია და 80 % მაღლაა ყოველთვის. მისით აღფრთოვანებულები არიან მისი სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის გამო, ასევე იმის გამო, რომ, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არსებული ქაოსის მერე მან რუსეთს თავისი ძველი სიდიადე დაუბრუნა. რუსებს უყვართ პუტინი. ადამიანები მის სახელს შვილებს არქმევენ, მისი სახელი გამოიყენება სხვა და სხვა პროდუქტებზე გაყიდვების ამაღლებისათვის, ასევე მისი სახელიანი მაისურები აცვია ახალგაზრდობას.
უბრალოდ ძალიან უაზროდ გამოიყურება ის, რომ იგი შესაძლოა წავიდეს პრემიერობის ვადის ამოწურვის შემდეგ. რუსებს უნდათ რომ იგი დარჩეს და თავისი თავის მესამე ვადით პრეზიდენტის კანდიდატად წარადგინოს, სავარაუდოდ პუტინი სწორედ ამას გააკეთებს.
პუტინი და ჯორჯ ბუში სავარაუდოდ კარგი მეგობრები იყვნენ, მაგრამ რუსეთ_ამერიკის ურთიერთობები განუხრელად უარესდებოდა 2007 წლის 10 თებერვლიდან, ანუ მას შემდგე რაც პუტინმა თავისი ცნობილი მიუნხენის სიტყვა წარმოთქვა. მაშინ პუტინმა თავის 45 წუთიან სიტყვაში თავის შეხედულებებზე ისაუბრა და განაცხადა თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების სფეროში არსებულ გლობალურ საკითხებს. პუტინის მიეტ გაკეთებულმა ამ ანალიზმა ამერიკელი დიპლომატების გაღიზიანება გამოიწვია და თეთრი სახლი გააბრაზა.
თავისი სიტყვაში პუტინმა ამერიკის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და დაასახელა ის საფრთხეები, რომლებსაც იგი წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოებისათვის. პუტინმა თავის სიტყვაში ერთპოლარული მსოფლიო გააკრიტიკა.
შესაძლოა, პუტინი უშვებდა კიდეც შეცდომებს თავისი პრეზიდენტობის პირველ წლებში, თუმცა მან მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ მალე სწავლობს და ახლა ძალიან კარგად ესმის თუ როგორ უნდა მოექცეს აშშ-ს. ამასთან ერთად ნატოსა და აშშ სამხედრო ბაზებთან ერთად რომლებიც გავრცელებულია შუა აზიაში და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მხარდაჭერილ "ფერადოვან" რევოლუციებთან ერთად, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით ამხობენ მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილ რეჟიმებს, პუტინს ასევე საქმე აქვს აშშ-დან დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც რუსეთში მთავრობის დესტაბილიზაციისათვის მუშაობენ.
ამ თითქოსდა ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს ყურადღებით ადევნებენ თვალს რუსეთის სადაზვერვო სამსახურები, მათზე ასევე ხშირად ახდენენ თავდასხმებს ისეთი ახალგაზრდული დაჯგუფებები და ორგანიზაციები როგორებიცაა "ნაში".
პუტინის ნამდვილი "გამოღვიძება" მოხდა მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოთხი წლის წინ სამხრეთ ოსეთში შეიჭრა. მაშინ როდესაც დასავლური მედია იუწყებოდა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით რომ ეს ასე არ არის. აი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის მიერ გაკეთებული მოკლე აღწერილობა იმისა, თუ რა მოხდა მაშინ სინამდვილეში.
"გარკვეული დროის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში სტაბილურობა ნარჩუნდებოდა. სამშვიდობო ძალები, რომლებშიც რუსები, ქართველები და ოსები შედიოდნენ თავის მისიას ასრულებდნენ, ჩვეულებრივი ოსები და ქართველები კი რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ საერთო ენასაც პოულობდნენ. ის რაც 7 დან 8 აგვისტოს ღამით მოხდა თავში არ ლაგდება. ქართველმა სამხედროებმა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს დაიწყეს რა მასირებული საარტილერიო დაცხრილვა. ისინი ცდილობდნენ გაენადგურებინათ რაც შეიძლება მეტი.
საბრძოლო მოქმედებების დაწყება უდანაშაულოთა წინააღმდეგ უგუნურობა იყო და ამის თანმდევი ტრაგიკული მოვლენები ახლა კარგად ჩანს. საქართველოს ხელისუფლება ამაზე მხოლოდ იმ Dშემთხვევაში შეიძლებოდა წასულიყო, თუკი უფრო დიდი და მძლავრი სამხედრო ძალის იმედი ექნებოდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ასწავლიდა და წვრთნიდა ასობით ამერიკელი ინსტრუქტორი. რთული სამხედრო იარაღის შეძენა კი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ხდებოდა. ამას დავუმატოთ დაპირება ნატოს წევრობის შესახებ, რომელმაც გაამხნევა ქართველი ლიდერები და აფიქრებინა, რომ სამხრეთ ოსეთში მათ ერთგვარი "ბლიცკრიგის" განხორციელება შეუძლიათ... რუსეთს რეაგირებამ მოუწია. მისი დადანაშაულება "პატარა დაუცველი საქართველოს" აგრესიაში არა მხოლოდ ორპირობაა, არამედ არაადამიანურობის დემონსტრირებაცაა", _ მიხეილ გორბაჩოვი - (სტატია კავკასიაში მიმავალი მშვიდობის გზა. ჭასჰინგტონ Pოსტ).
გორბაჩოვის ანგარიში ზუსტია, მაგრამ მას რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი აკლია. ცხინვალში არ არის არც ერთო სამხედრო სამიზნე. იქ საერთოდ არ არის სამხედრო ხასიათის სამიზნეები. ეს სამრეწველო ცენტრია, რომელიც მხოლოდ სახერხებისაგან და საცხოვრებელი კვარტლებისგან შედგება. იქ 30 00 ოსი ცხოვრობდა. როდესაც სააკაშვილმა ქალაქის ვერტმფრენებით დაბომბვისა და საარტილერიო დაცხრილვის განკარგულება გასცა, მან კარგად იცოდა, რომ ასობით სამოქალაქო პირს დახოცავდა. თუმცა მაინც გასცა ასეთი ბრძანება.
ქართული არმია ქალაქში წინააღმდეგობის გარეშე შევიდა, მას შემდეგ რაც მაცხოვრებლების დიდმა ნაწილმა ცხინვალი რუსეთის საზღვრის გარეშე დატოვა. მოხუცები და უძლურები სარდაფებში ჩავიდნენ, მაშინ როდესაც ქუცებში დადიოდნენ ტანკები და ესროდნენ ყველაფერს რაც კი მოძრაობს. ზოგმა კრიტიკოსმა ეს შეჭრა ღაზაში ისრაელის შეჭრას შეადარა, სადაც მთელი სამხედრო აღჭურვილობის სიმძლავრე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. ეს სამართლიანი შედარებაა.
შეჭრიდან 24 საათზე ნაკლების დროის გასვლის შემდეგ რუსულმა ჯავშანტექნიკამ საზღვარი გადალახა და ცხინვალში შევიდა. ქართული არმია მათ ბრძოლის გარეშე დაფანტეს. ამაზე ჟურნალისტი მაიკლ ბინიონი წერდა: "შეტევა იმდენად ძლიერი და სწრაფი იყო, რომ დამცირებული ქართველები პანიკაში გაიქცნენ". მართლაც და ისინი იმდენად სწრაფად უკუიქცნენ, რომ გზადაგზა იარაღს ყრიდნენ. ეს სრული კრახი იყო და ასევე იყო ლაქა ამერიკელების მიერ მომზადებული არმიის რეპუტაციისათვის.
იმ დროისათვის, როდესაც ცხინვალი გათავისუფლებული იყო ქალაქის ცენტრი იწვოდა, ტროტუარები კი სნაიპერების მიერ მოკლული ადამიანების ცხედრებით იყო მოფენილი. სულ ორი ათასამდე სამოქალაქო პირი გარდაიცვალა ამ ოპერაციის მსვლელობისას, რომელიც აშკარად რეჟისორებული და მხარდაჭერილი იყო ბუშის თეთრი სახლიდან.
სამხრეთ ოსეთში მომხდარი ჩეხვა იყო ფასეული გაკვეთილი პუტინისათვის, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობები თანდათან დათბებოდა. ახლა მან იცის, რომ ეს შეუძლებელია. როდესაც მეორე მხარე შენს ადამიანებს კლავს ყველაფერი იცვლება. ყველა მხარე უფრო მოუდრეკელი და შეუვალი ხდება და მშვიდობის პერსპექტივები ბუნდოვანდება. ამავე დროს აშშ-ს მიზნები შუა აზიაში არ შეცვლილა, ასე რომ პუტინი მზად უნდა იყოს ახალი კონფრონტაციისათვის. აი რატომ აძლიერებს ის ალიანსებს, რომლებიც აშშ დომინირებას რეგიონსა და მთელს მსოფლიოში ეწინააღმდეგებიან. აი ამიტომაც ეძებს იგი შესაძლებლობას შეასუსტოს აშშ-ს ძალა და შეარყიოს ვაშინგტონის პრესტიჟი. აი ამიტომაც სურს მას დოლარის ჩამოქცევა. ყველაფერი ეს სამზადისია, ხოლო როდესაც დაიწყება კონფლიქტი პუტინი მას მომზადებული დახვდება.