აზოვის ზღვის აკვატორიაში პორტ "კავკაზსა" და ეისკის შორის არსებულ ფარბატერში გემების შეჯახების შედეგად ქართული გემი "ბერილი" ჩაიძირა.
"გემებს შორის შეჯახება ამ დილით, 08:00 საათზე დაფიქსირდა. ერთმანეთს თურქული გემი "სანტა ვიქტორია" და ქართული "ბერილი" შეეჯახნენ. ქართული გემი, რომელიც როსტოვიდან თურქეთის მიმართულებით მიცურავდა შეჯახების შედეგად ჩაიძირა", - აცხადებენ აზოვი-შავი ზღვის საზღვაო სანაოსნოში.
ქართული გემის 12 წევრიანი ეკიპაჟი სრული შემადგენლობით გადარჩენილია და ამაჟამად ისინი "სანტა ვიქტორიაზე" იმყოფებიან.