საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ჯონ ბონერს შეხვდა.
შეხვედრაზე მათ მოლაპარაკებებზე თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე საქართველოში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობებზე, თბილისის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
პრეზიდენტმა შეხვედრა სხვა კონგრესმენებთანაც გამართა. მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს.