აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოპტიმიზმი გამოთქვა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც დოჰაში გაიმართა.
„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. არა, ჯერ შორია დასრულებამდე. კიდევ რამდენიმე საკითხი რჩება მოსაგვარებელი. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს შანსი“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბაიდენმა უარი თქვა დაკონკრეტებაზე, თუ რატომ იყო იგი ოპტიმისტურად განწყობილი შეთანხმების მიმართ.
”თუ გეტყვით, მე გავცემ ყველაფერს, რაც ხდება”, - აღნიშნა მან.
აშშ--ს პრეზიდენტს ასევე არ დაუკონკრეტებია, როდის შევა ძალაში ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.