აშშ-ის კინოკრიტიკოსების ნაციონალურმა საზოგადოებამ 2010 წლის საუკეთესო ფილმად დევიდ ფინჩერის "სოციალური ქსელი" დაასახელა.
Fაცებოოკ-ის შექმნაზე გადაღებულ ფილმს ხმა 61-დან 46-მა კინოკრიტიკოსმა მისცა.
საუკეთესო მსახიობად ჯესი აიზენბერგი დასახელდა, რომელმაც "სოციალურ ქსელში" მარკ ცუკერბერგის როლი შეასრულა. საუკეთესო რეჟისორად კი დევიდ ფინჩერი. კრიტიკოსებმა საუკეთესო სცენარისტად ამავე ფილმის სცენარის ავტორი აირონ სორკინი დაასახელეს.
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ჯოვანა მეცოჯიორნო დასახელდა, რომელმაც იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსელინის საყვარლის როლი შეასრულა (Vincere).
მეორეხარისხოვანი როლების შესრულებისთვის კინოკრიტიკოსთა აღიარება მოიპოვეს ჯეფრი რაშმა (ისტორიული დრამა "მეფე ლაპარაკობს" (The King's Sheech) და ოლივია უილიამსმა პოლანსკის ფილმში "მწერალი- მოჩვენება" შესრულებული როლისთვის.