ყოფილი დეპუტატი ანი მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ აშშ-ს გარკვეული ინფორმაციები, შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილისგანაც ჰქონოდა და ირაკლი შოთაძისგანაც.
მიროტაძის თქმით, მისასალმებელია, თუ ივანიშვილის გუნდში, რამდენიმეს ეყო გამბედაობა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ხელისუფლების შესახებ ინფორმაციები ჩაიტანა.
,,ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, როგორ უნდა მართოს თავისი ხელქვეითები, თავისი მარიონეტები. ზოგს უფრო მეტს შესაძლებლობას აძლევს, ზოგს უფრო ნაკლებს. ხსნილია ბიძინა ივანიშვილისგან კორუფცია, ამიტომ ფაქტი არის რომ, რაღაც გარკვეული საკითხი და წინაპირობა არსებობდა იმის, რომ ღარიბაშვილი გაუშვეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ინფორმაციები, ღარიბაშვილისგანაც შეიძლებოდა ჰქონოდათ, შოთაძისგანაც და ასე შემდეგ. წითელი ხაზი გადალახა ბიძინა ივანიშვილმა, ის მიათრევს რუსულ ჯურღმულებში ქვეყანას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ხალხი მას ეტყვის არას. თუ მის გუნდში მოიპოვება ადამიანები, ვისაც ეყო მეტ ნაკლები გამბედაობა ეს მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა ეს არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ეს არის ყველაზე სამარცხვინო ხელისუფლება, რაც კი ჰყოლია ბოლო ათწლეულებში ჩვენ ქვეყანას და ეს არის ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად დაასრულებს კრახით", - განაცხადა მიროტაძემ ტვ პირველის ეთერში.
გია ხუხაშვილმა "ტვ პირველთან" განაცხადა, რომ ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსნები თვითგადარჩენაზე ფიქრობენ.
„ფინანსური დაზვერვის ინსტიტუტები საიდუმლო გამოძიებებს აწარმოებენ. მე ვფიქრობ, რომ მათ ჰყავთ ოქროს მოწმეები და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ოქროს მოწმეები ჯერ კიდევ ხელისუფლების შიგნით არიან... თუ გახსოვთ ღარიბაშვილი 2 კვირით რომ იყო ამერიკაში? მაშინ პრემიერი იყო და ძალიან უცნაურად იჯდა 2 კვირა ამერიკაში. ღარიბაშვილს ნამდვილად ჰქონდა მოტივი ეთანამშრომლა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) და დღესაც აქვს, რადგან სამომავლოდ, როცა ბიძინას ხელისუფლება დამთავრდება, მან თავი გადაირჩინოს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.