რუსთავის ბავშვთა სახლს მიმღები მშობლები ესაჭიროება. ამის შესახებ მათ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს. მიმღები მშობლები დროებითი მშობლების როლს ასრულებენ - ისინი დასაქმებულები არიან შვილობილის აღზრდით. მიმღები მშობლები შვილობილის აღზრდაში ხელფასს იღებენ და სამუშაო სტაჟსაც აგროვებენ.
"მიმღები მშობლები გათავისუფლებული არიან 20 პროცენტიანი გადასახადისგან და აქვთ 3000 ლარამდე ანაზღაურება, თუმცა, სასურველია, უფრო მეტი გარანტიები ჰქონდეთ მათ, მაგალითად, როგორიც არის სამედიცინო დაზღვევა, კომუნალური შეღავათები, ანუ ადამიანს ქონდეს წახალისება იმისათვის რომ გახდეს მიმღები. ამ ეტაპხზე კი მსგავსი რამ ნაკლებად არის," - განაცხადა სოციალურმა მუშაკმა, მადონა დოდაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.