პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში ქართველი მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ) კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს შეხვდა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა და ქართულ დელეგაციას მეოთხე მედალი მოუტანა.
ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.