პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მამაკაცთა შორის ჩოგბურთის ტურნირის ფინალში ცნობილი როლან გაროსის კორტებზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანელ კარლოს ალკარასს შეხვდა.
ლეგენდარულმა სერბმა დრამატულ და სანახაობრივ ფინალში ესპანელ კარლოს ალკარასს ორ სეტში, 7:6, 7:6 მოუგო.
37 წლის სერბი ჩოგბურთელი თავის კარიერაში ოლიმპიური ჩემპიონი პირველად გახდა. მას 2008 წელს ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოგებული.