პარიზის ოლიმპიადაზე 24 წლის ასაკში ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
ქართველმა ძიუდოისტმა Crystalsport-თან ინტერვიუში თქვა, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში მას სტიმულს გიორგი ანწუხელიძე მატებდა.
"ამ ოლიმპიადაზე ჩემი დამატებითი მოტივაცია გიორგი ანწუხელიძე იყო და ვგრძნობდი, რომ ეს ადამიანი იმქვეყნიური სამყაროდან ძალიან დიდ ძალას მაძლევდა - ამას მთელი გულით ვამბობ.
როგორც ღმერთს ვთხვოდი და ყველა ჩვენ წინაპარს დახმარებას და გვერდში დგომას, ასევე ვთხოვდი გიორგი ანწუხელიძესაც, ქართველ გმირს", - განაცხადა ბექაურმა.