თუშეთში ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 27-ე კილომეტრზე უბედურ შემთხვევა მოხდა. ერთი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი.
დაშავებულები კატასტროფის ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.