აშშ-ის სენატში საქართველოზე კიდევ ერთი მოსმენა, 30 ივლისს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
მისი თქმით, მოსმენის ინიციატორი სენატორი ჯინ შაჰინია.
მოსმენას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი დაესწრება.
„ძირითადი აქცენტი: ნატო, უკრაინა, საქართველო, უნგრეთი და სხვა ძირითადი საკითხები“, - წერს რაუფოღლუ.