ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება, რაიმე გამორიცხო, მაგრამ მას შემდეგ ყველაფერს ეჭვქვეშ დააყენებ, რაც გლობალური ომის პარტიას სერიოზულად ვებრძვით და იკითხავ, ესეც ხომ არ არის მოჩვენების საგანი და არა – რეალობა?!, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე განუცხადა.
„მხოლოდ ადვოკატის განცხადება ვიცი, რომ ამაზე საქმეა აღძრული და ამას მტკიცებით ფორმაში არაფერი მეუბნება. ქართველი ხალხისთვის კარგ და გემრიელ ლუკმად გლობალური ომის პარტია არ გამოიგონეს, ტერორისტული აქტიც არანაკლები ლუკმაა, გააჩნია, როგორ შეხედავ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. უწყებამ უკვე გამოჰკითხა რამდენიმე პირი. ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხული პირის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოში გამოკითხვისას საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობს, უწყებამ უკვე გამოჰკითხა რამდენიმე პირი.
ამასთან, უკრაინაში ქართველი მებრძოლის გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოკითხვის დროს საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებაზე