კრწანისის სასწავლო სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილ რამდენიმე ჯარისკაცს ამ წუთებში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საავადმყოფოში განუცხადეს, კლინიკაში სულ 15 ჯარისკაცია შეყვანილი, მათ შორის სამი გარდაცვლილია.
"სამი ჯარისკაცი საავადმყოფოში შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. დანარჩენ 12 სამხედროს კი სამედიცინო დახმარება უტარდება. მათ შორის ერთი კატასტროფის ცენტრია მოთავსებული. რამდენიმე ჯარისკაცს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება", - აცხადებენ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რომ კრწანისის სასწავლო ბაზაზე აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.
თავდაცვის სამინისტროში მომხდარზე ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.