გიორგი მიქაუტაძესა და „ლიონს“ შორის კონტრაქტი უკვე ოფიციალურად გაფორმდა და ტრანსფერის თანხამ 18,5 მილიონი ევრო შეადგინა.
„ლიონი“ სიხარულით გაცნობებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე თავისი ბვშვობის კლუბში დაბრუნდა. ქართველმა თავდამსხმელმა ხელი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა, რომელიც „ლიონთან“ 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს“, – წერს „ლიონის“ ოფიციალური ვებგვერდი.
მიქაუტაძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წელს, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ 29 თამაშში 13 გოლი გაიტანა, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე კი, ოთხ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ერთხელ საგოლე პასიც გააკეთა, რითაც ტურნირის თანაბომბარდირი გახდა და ოქროს ბუციც დაიმსახურა.