საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ „ოლიმპიკ ლიონთან“ კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდეა და „მეცი“ 18,5 მილიონ ევროს მიიღებს – ინფორომაციას ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს.
„23 წლის ქართველმა ფორვარდმა ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტრანსფერის საბოლოო დეტალების დაზუსტებას ელოდა.
ხუთშაბათს მან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი საყვარელი კლუბის მაისურით ფოტო გადაიღო, რომელიც 15 წლის ასაკში დატოვა.
კლუბი ახალწვეულს დღის ბოლომდე წარადგენს“ – წერს L’Équipe.
"ორშაბათს საღამოს “მეცმა” გიორგი მიქაუტაძეს ლიონში გამგზავრების ნება დართო. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ქალაქში მეორე დღეს ჩავიდა, ოთხშაბათს კი წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც მოუხდა მოცდა იქამდე, ვიდრე მისი ტრანსფერის დეტალები საბოლოოდ გაირკვეოდა. ხუთშაბათს დილით მან შეძლო 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმებმა და საყვარელი კლუბის მაისურით ფოტოს გადაღებაც, რომელიც 15 წლის ასაკში დატოვა", - წერს L'Équipe.