ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო დაზვერვის მონაცემები, რომელიც მიუთითებს ირანის გეგმებზე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის შესახებ. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
CNN-ის თანამოსაუბრეების თქმით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა აცნობა ტრამპის კამპანიას გაზრდილი საფრთხის შესახებ და გააძლიერა უსაფრთხოების ზომები პოლიტიკოსის გარშემო ჯერ კიდევ 13 ივლისამდე, იმ დღეს, როდესაც ტრამპი დაიჭრა პენსილვანიის მიტინგზე სროლისას.
თუმცა, წყაროების თქმით, არ არსებობს მინიშნება იმისა, რომ ტრამპზე თავდამსხმელი თომას მეთიუ კრუკსი რაიმე ფორმით იყო კავშირში ირანის გეგმასთან.
CNN აღნიშნავს, სპეცსამსახურებმა არაერთხელ გააფრთხილეს ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წევრები ღია სივრცეში მიტინგების გამართვის შესახებ, რადგან ეს უფრო დიდ რისკს წარმოადგენს, ვიდრე სხვა ღონისძიებები, რომლების გაკონტროლებაც დაზვერვის სამსახურს უკეთ შეუძლია.
გაეროში ირანის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ბრალდებები ტრამპის მკვლელობის მცდელობის მომ ზადებასთან დაკავშირებით იყო "უსაფუძვლო და მავნებლური".
"ტრამპი კრიმინალია, რომელმაც პასუხი სასამათლოს წინაშე უნდა აგოს და დაისაჯოს გენერალ სოლეიმანის მკვლელობის ბრძანების გამო. ირანმა აირჩია სამართლებრივი გზა ტრამპის პასუხისგებასი მისაცემად", - განაცხადა გაეროში ირანოს წარმომადგენელმა.