საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არიზონას შტატში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გრიგოლ ვაშაძის უწყება თანაუგრძნობს დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრს გაბრიელ გიფორდსს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ არიზონას შტატში მომხდარი სროლის შედეგად დაიღუპა ფედერალური მოსამართლე ჯონ როლი და მძიმედ დაიჭრა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ქალბატონი გაბრიელ გიფორდსი.
გარდა ამისა, ინციდენტს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავებულია.