განათლების სამინისტრომ 2011 წლის საატესტატო გამოცდის ნიმუშები გამოაქვეყნა
განათლების სამინისტრომ 2011 წლის საატესტატო გამოცდის ნიმუშები გამოაქვეყნა. აღნიშნული ტესტების ნახვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ.გვერდზეა შესაძლებელი.
მე-12 კლასელებს მაისის საატესტატო გამოცდები ქართულში, უცხო ენებში, მათემატიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ისტორიასა და გეოგრაფიაში ჩაუტარდებათ.
გამოცდები CAT-ის სისტემით ჩატარდება, ანუ ყველაფერი კომპიუტირიზებული იქნება და პასუხები ავტომატურ რეჟიმში შემოწმდება.
დიმიტრი შაშკინის თქმით, ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ წლევანდელი ტესტები იქნება გაცილებით ადვილი, ვიდრე შემდგომ წლებში.