საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, ჰარი კეინთან დანი ოლმოსთან, კოდი გაკპოსთან, ჯამალ მუსიალასთან და ივან შრანცთან ერთად 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.
უეფამ ეს წესი ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე შეცვალა. ევროპის გასულ ჩემპიონატზე კრიშტიანო რონალდოსა და პატრიკ შიკს 5-5 გოლი დაუგროვდათ, მაგრამ პორტუგალიელს იმის გამო მისცეს "ოქროს ბუცი", რომ მას ჩეხისგან განსხვავებით, საგოლე გადაცემაც ჰქონდა, ახლა კი, ეს წესი გაუქმდა და მხოლოდ გოლების მაჩვენებელი ითვლებოდა.
გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე 4 მატჩში ითამაშა და 3 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა. 23 წლის თავდამსხმელმა თამაშიდან გოლი თურქეთს (1:3) გაუტანა, 11-მეტრიანი კი ჯერ ჩეხეთთან (1:1), შემდეგ პორტუგალიასთან (2:0) გამოიყენა, რომელთანაც საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ევრო 2024-ის გამარჯვებული კი ესპანეთიას ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ინგლისი 2:1 დაამარცხა.